|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
გეომეტრია და სივრცის აღქმა. ოთხკუთხედი,პარალელოგრამი
და მისი სახეები
|
|
სწავლების საფეხური
|
მე-2 საფეხური,მე-8 კლასი
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
32 მოსწავლე
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
|
თემის შესწავლა მოსწავლეს ჩამოუყალიბებს ზოგადი-კერძოობის
მიმართებას ფიგურის სახეობებს შორის,გამოიყენებს მიღებულ ცოდნას ტოლი ფიგურის ან
მისი ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად.
|
|
გაკვეთილის მიზნები, შედეგები
|
მოსწავლემ შეძლოს ფიგურათა თვისებების გამოყენება,განასხვაოს
პარალელოგრამი სხვა ოთხკუთხედებისაგან,გამოიყენოს ფიგურათა თვისებები პრაქტიკულ საქმიანობაში.
საკითხის ეფექტიანად შესწავლისას მიიღწევა შედეგები:მათVIII.8მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება
ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად. მათVIII.9 მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ზომების მოძებნა.
|
|
წინასწარი ცოდნა
|
წრფეთა პარალელურობის ნიშნები,ამოზნექილი ოთხკუთხედის
კუთხეების ჯამი, სამკუთხედის ტოლობის ნიშნები.
|
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მეტ ყურადღებას
მივაქცევ მოსწავლეთა ჩართულობას,პასუხების
სისწორეს,ნახაზების სწორად აგებას,მსჯელობას, დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულებას,
წყვილებში მუშაობას.გამოვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას.შეფასებას
მოვახდენ ზეპირი პრეზენტაციით და დამოუკიდებელი წერითი სამუშაოს შესრულებით.
|
|
სასწავლო მასალა, ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,ტესტები,გეომეტრიული ფიგურები.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა,საკლასო მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო მხარის მოგვარების შემდეგ საშინაო დავალების
შემოწმება. გავლილი
მასალის შემოწმება ფრონტალური კითხვებით. ახალ
მასალაზე გადასვლა კითხვა-პასუხებით . ახალი
მასალის ახსნა მოსწავლეთა ,,გამოყენებით’’, შემდეგ მისი განმტკიცება კითხვა-პასუხებით
და სავარჯიშოების ამოხსნით.წიგნზე მუშაობის მიზნით მიეცემათ სავარჯიშო სახელმძღვანელოდან წყვილებში,
შემდეგ მიეცემათ დამოუკიდებელი წერითი
სამუშაო, შესრულების შემდეგ მოხდება მისი ანალიზი.გაკვეთილის ბოლოს მოხდება მოსწავლეთა
შეფასება. შემდეგ მიეცემათ საშინაო დავალება. ოთხკუთხედები
|
Tuesday, April 7, 2015
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment