Tuesday, April 7, 2015

გაკვეთილის მთავარი თემა
გეომეტრია და სივრცის აღქმა. ოთხკუთხედი,პარალელოგრამი და მისი სახეები
სწავლების საფეხური
მე-2 საფეხური,მე-8 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
32 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
თემის შესწავლა მოსწავლეს ჩამოუყალიბებს ზოგადი-კერძოობის მიმართებას ფიგურის სახეობებს შორის,გამოიყენებს მიღებულ ცოდნას ტოლი ფიგურის ან მისი ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად.
გაკვეთილის მიზნები, შედეგები 
მოსწავლემ შეძლოს ფიგურათა თვისებების გამოყენება,განასხვაოს პარალელოგრამი სხვა ოთხკუთხედებისაგან,გამოიყენოს ფიგურათა თვისებები პრაქტიკულ საქმიანობაში. საკითხის ეფექტიანად შესწავლისას მიიღწევა შედეგები:მათVIII.8მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად. მათVIII.9 მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ზომების მოძებნა.
წინასწარი ცოდნა
წრფეთა პარალელურობის ნიშნები,ამოზნექილი ოთხკუთხედის კუთხეების ჯამი, სამკუთხედის ტოლობის ნიშნები.
შეფასების საგანი და პროცედურები
მეტ ყურადღებას  მივაქცევ  მოსწავლეთა ჩართულობას,პასუხების სისწორეს,ნახაზების სწორად აგებას,მსჯელობას, დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულებას, წყვილებში მუშაობას.გამოვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას.შეფასებას მოვახდენ ზეპირი პრეზენტაციით და დამოუკიდებელი წერითი სამუშაოს შესრულებით.
სასწავლო მასალა, ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,ტესტები,გეომეტრიული ფიგურები.
გაკვეთილის მსვლელობა,საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო მხარის მოგვარების შემდეგ საშინაო დავალების შემოწმება.                        გავლილი მასალის  შემოწმება ფრონტალური კითხვებით.                                                            ახალ მასალაზე გადასვლა  კითხვა-პასუხებით .                                                           ახალი მასალის ახსნა მოსწავლეთა ,,გამოყენებით’’, შემდეგ მისი განმტკიცება კითხვა-პასუხებით და სავარჯიშოების ამოხსნით.წიგნზე მუშაობის მიზნით მიეცემათ სავარჯიშო სახელმძღვანელოდან  წყვილებში,  შემდეგ მიეცემათ  დამოუკიდებელი წერითი სამუშაო, შესრულების შემდეგ მოხდება მისი ანალიზი.გაკვეთილის ბოლოს მოხდება მოსწავლეთა შეფასება. შემდეგ მიეცემათ საშინაო დავალება.     ოთხკუთხედები            

Monday, April 6, 2015

1.   პროექტის სახელწოდება: სიმეტრია
2.   პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მონაწილეები წინა პარაგრაფისა და წინა წლების სახელმძღვანელოების მიხედვით აღწერენ ღერძულ და ცენტრულ სიმეტრიებს და იკვლევენ სიმეტრიას, როგორც მათემატიკურ ცნებას.
3.   პროექტის სრული აღწერა:პროექტის მონაწილეები აგებენ წერტილის სიმეტრიულს წერტილისა და  წრფის მიმართ ,ფიგურის სიმეტრიულს წერტილისა და წრფის მიმართ,ცნობარების, ენციკლოპედიებისა და კომპიუტერის  გამოყენებით,აგრეთვე უშუალო დაკვირვებით მოიძიებენ და აღწერენ სიმეტრიას ბუნებასა და 
ხელოვნებაში, აგრეთვე ყოფა-ცხოვრებაში ,კერძოდ, კულინარიაში,  ხელსაქმესა და  საზეინკლო საქმიანობაში, აღწერენ საგნების სილამაზეს.იკვლევენ სიმეტრიას, როგორც მათემატიკურ ცნებას,ახდენენ გეომეტრიული  საგნების კლასიფიკაციას სიმეტრიის ცენტრისა და
სიმეტრიის ღერძების მიხედვით. მოიძიებენ ცნობილ  მეცნიერთა გამონათქვამებს სიმეტრიის შესახებ.
4.   პროექტის მიზნები:გეომეტრიული გარდაქმნების(ცენტრული და ღერძული სიმეტრიები) დახასიათება,გააზრება და გამოყენებითი ასპექტების ათვისება.ადრე მიღებული ცოდნის გამეორება და გაღრმავება.
5.   მონაწილეთა ასაკი:15 წ.Xკლასი.
6.   ვადები,ხანგრძლივობა:1-2თვე.
7.   მოსალოდნელი შედეგები:გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების უნარის გამომუშავება,გამოყენება ობიექტთა ზომების,ფიგურების  ელემენტთა შორის დამოკიდებულებების  დასადგენად. გეომეტრიული    გარდაქმნების გამოსახვისა და შესრულებისათვის კოორდინატების  გამოყენების  უნარის  გამომუშავება.X.12, X.11,  X.5.
8.   პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ენციკლოპედია, ცნობარები,კომპიუტერი,ფორმატები,ფლომასტერი,ფანქრები,დაფა, ცარცი.
9.   პროექტისმსვლელობა(ძირითადი აქტივობები):გამეორება წერტილისა და  წრფის მიმართ სიმეტრიის,მოსწავლეთათვის დავალების გაცნობა,ჯგუფებად დაყოფა,დავალების მიცემა,დისკუსიის გამართვა
მოძიებულ მასალებზე,ნახაზების აგება,ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.
10.               საგნებთან|საგნობრივ ჯგუფებთან|ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:კავშირი ისტორიასთან,ხელოვნებასთან,საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან, ისტ-თან.
11.               პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):თამარ ექვთიმიშვილი.
12.               ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:tamarieqvtimishvili1955@gmail.com.

13.               პროექტის ვებ-გვერდი|ბლოგი:tamarieqvtimishvili.blogspot.com