2. პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის
მონაწილეები წინა პარაგრაფისა და წინა წლების სახელმძღვანელოების მიხედვით აღწერენ
ღერძულ და ცენტრულ სიმეტრიებს და იკვლევენ სიმეტრიას, როგორც მათემატიკურ ცნებას.
3. პროექტის სრული აღწერა:პროექტის
მონაწილეები აგებენ წერტილის სიმეტრიულს წერტილისა და წრფის მიმართ ,ფიგურის სიმეტრიულს წერტილისა და
წრფის მიმართ,ცნობარების, ენციკლოპედიებისა და კომპიუტერის გამოყენებით,აგრეთვე უშუალო დაკვირვებით მოიძიებენ
და აღწერენ სიმეტრიას ბუნებასა და
ხელოვნებაში,
აგრეთვე ყოფა-ცხოვრებაში ,კერძოდ, კულინარიაში,
ხელსაქმესა და საზეინკლო საქმიანობაში,
აღწერენ საგნების სილამაზეს.იკვლევენ სიმეტრიას, როგორც მათემატიკურ ცნებას,ახდენენ
გეომეტრიული საგნების კლასიფიკაციას სიმეტრიის
ცენტრისა და სიმეტრიის ღერძების მიხედვით. მოიძიებენ ცნობილ მეცნიერთა გამონათქვამებს სიმეტრიის შესახებ.
4. პროექტის მიზნები:გეომეტრიული
გარდაქმნების(ცენტრული და ღერძული სიმეტრიები) დახასიათება,გააზრება და გამოყენებითი
ასპექტების ათვისება.ადრე მიღებული ცოდნის გამეორება და გაღრმავება.
5. მონაწილეთა ასაკი:15 წ.Xკლასი.
6. ვადები,ხანგრძლივობა:1-2თვე.
7.
მოსალოდნელი შედეგები:გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების
უნარის გამომუშავება,გამოყენება ობიექტთა ზომების,ფიგურების ელემენტთა შორის დამოკიდებულებების დასადგენად. გეომეტრიული გარდაქმნების გამოსახვისა და შესრულებისათვის
კოორდინატების გამოყენების უნარის
გამომუშავება.X.12,
X.11, X.5.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი
რესურსები:ენციკლოპედია, ცნობარები,კომპიუტერი,ფორმატები,ფლომასტერი,ფანქრები,დაფა,
ცარცი.
9. პროექტისმსვლელობა(ძირითადი
აქტივობები):გამეორება წერტილისა და წრფის
მიმართ სიმეტრიის,მოსწავლეთათვის დავალების გაცნობა,ჯგუფებად დაყოფა,დავალების მიცემა,დისკუსიის
გამართვა
მოძიებულ მასალებზე,ნახაზების აგება,ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.
10.
საგნებთან|საგნობრივ ჯგუფებთან|ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:კავშირი ისტორიასთან,ხელოვნებასთან,საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან, ისტ-თან.
11.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):თამარ ექვთიმიშვილი.
13.
პროექტის ვებ-გვერდი|ბლოგი:tamarieqvtimishvili.blogspot.com


.jpg)
.jpg)


.jpg)
No comments:
Post a Comment